"ბუნდესმწვრთნელი" ფეხბურთელის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წაყვანას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრავმის გამო დიდხანს ვერ თამაშობდა. ლიოვმა თქვა, რომ გიოტცე მისთვის უფრო მეტია, ვიდრე "ჯოკერი".
"ბუნებრივია, მწვრთნელის სიტყვა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა მისი ნდობა გავამართლო. მთავარია, რომ შესაბამის რიტმში ჩავჯდე, მეტოქეებთან ბრძოლასა და ბურთთან ურთიერთობაში თავდაჯერებული ვიყო", - განაცხადა გიოტცემ.