კლუბსა და მოთამაშეს შორის მოლაპარაკებები მშვიდად მიმდინარეობდა, რომ არა ფრენკ რიბერისთან კონფლიქტი, რომელმაც "ალიანს არენაზე" რობენის მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.
"გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენი ვარსკვლავები კლუბს არ დატოვებენ. რობენი "ბაიერნთან" კონტრაქტს გააგრძელებს და ჩვენთან კიდევ დიდხანს იასპარეზებს", - განაცხადა რუმენიგემ.