ტიმ ვიზემ დაადასტურა: მადრიდის "რეალს" ვუნდივარ!

AutoSharing Option
როგორც კი გაირკვა, რომ 30 წლის გერმანელი მეკარე ტიმ ვიზე "ვერდერთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულში ბრემენიდან აიბარგება, გამოცდილ კიპერზე დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო. ვიზესთან მიმართებაში არაერთი კლუბის სახელმა გაიჟღერა - მათ შორის იყო მადრიდის "რეალიც".

2 მაისს ტიმმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "სამეფო გუნდს" მართლაც სურს მისი გადაბირება.

"ასეთი ცნობები, როგორც წესი, უსაფუძვლოდ არ ვრცელდება ხოლმე. ჩემს მრჩეველს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებთან მართლაც აქვს კონტაქტი, თუმცა კონკრეტულ მოლაპარაკებამდე ჯერ საქმე არ მისულა. ფაქტია, რომ "რეალის" ხელმძღვანელები ჩემზე სერიოზულად ფიქრობენ," - უთხრა
ვიზემ "კრაისცაითუნგს".

შეგახსენებთ, რომ ვიზეს "ვერდერიდან" წასვლა უფასოდ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ "რეალი" გამოცდილ მეკარეს ხელში ყოველგვარი საზღაურის გარეშე ჩაიგდებს.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, "რეალის" გერმანელი ფეხბურთელები მესუთ იოზილი და სამი ხედირა ცდილობენ, ბოსები დაარწმუნონ, რომ ვიზეს ყიდვა სწორი ნაბიჯი იქნება. ცხადია, "რეალს" ტიმი მეორე მეკარედ სურს, რადგან ვიზეს მხრიდან იკერ კასილიასის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება გამორიცხულია. გერმანული მედია იუწყება, რომ ვიზეს გადაბირება "ჰოფენჰაიმს" და მილანურ კლუბებსაც სურთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული