მიუნხენის "ბაიერნმა" ნური შაჰინს დაუმიზნა!

AutoSharing Option
ესპანური და გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი "ბაიერნი" ზაფხულში "რეალის" თურქი ნახევარმცველის, ნური შაჰინის გადაბირებას შეეცდება.

ესპანური პრესა 3 მაისს წერდა, რომ მიუნხენური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მადრიდელ კოლეგებს უკვე კონკრეტული წინადადებითაც მიმართა.

ამასობაში ფრანგული გაზეთი "ეკიპი" წერს, რომ "რეალის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ზაფხულში შვიდი ფეხბურთელის გაშვება აქვს გადაწყვეტილი და წამსვლელთა შორის შაჰინის გვარიც ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ ნური შაჰინი "რეალში" ერთი წლის წინ დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავიდა - მადრიდელებმა თურქი საყრდენი ნახევარმცველი 10 მილიონ ევროდ იყიდეს. შაჰინმა "რეალის"
ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა - მან ესპანეთის ჩემპიონატზე მოედანზე მხოლოდ 82 წუთი გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული