არიენ რობენმა მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა საბოლოოოდ მაინც  მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა. მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ.

კონტრაქტის ორი წლით გაგრძელების შესახებ 3 მაისს "ბაიერნის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ახლა რობენი გერმანულ გრანდთან 2015 წლის 30 მაისამდეა დაკავშირებული.

რობენი "ბაიერნის" მოთამაშე 2009 წლის აგვისტოში გახდა. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული