ბრენო - ციხეში ან რომის "ლაციოში"

AutoSharing Option
იტალიური და გერმანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, "ბაიერნის" მცველი ბრენო რომის "ლაციოს" ხელმძღვანელებს ყველაფერზე შეუთანხმდა და თუ ამ დღეებში 22 წლის ბრაზილიელ მცველს მიუნხენის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა არ მიუსაჯა, ბრენო მომავალი სეზონიდან კარიერას "ლაციალეში" გააგრძელებს.

როგორც იცით, ბრენოს მიუნხენის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად აპრილის შუა რიცხვებში წაუყენა - მას ბრალად სექტემბერში საკუთარი ვილის განგებ გადაწვა ედება (ბრენოს სადაზღვეო კომპანიის გაცურება სურდა), რაც ერთიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თუ ბრენოს ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევს, "ლაციოში" უფასოდ გადავა.

შეგახსენებთ,
რომ ბრენო "ბაიერნში" 2008 წლიდან ირიცხება, მაგრამ ამ ოთხი წლის მანძილზე ბუნდესლიგაში მხოლოდ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული