ლუკას პოდოლსკი თავის ამჟამინდელ გუნდს აკრიტიკებს

AutoSharing Option
"კიოლნის" თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ თავისი გუნდის ბუნდესლიგიდან გავარდნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მიუნხენის "ბაიერნთან" (1:4) მატჩი ბოლო წვეთი იყო. მიმდინარე სეზონი დიდი ხნით ადრე ჩავაგდეთ.

სიმართლე გითხრათ, "კიოლნმა" არ დაიმსახურა ბუნდესლიგაში თამაშის უფლება. ამდენი მარცხისა და დაცვაში საშინელი თამაშის შემდეგ გუნდს უბრალოდ შანსი აღარ ჰქონდა", - თქვა პოდოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი ახალი სეზონიდან ლონდონის "არსენალის" ღირსებას დაიცავს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული