არიენ რობენმა შესაძლოა ორ თვეში კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა არიენ რობენმა შესაძლოა ორ თვეში კარიერა დაასრულოს.

გერმანული გამოცემა "კიკერის" ინტერვიუში 28 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ, თუ ის "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, მაშინ კარიერას დაასრულებს.

"ფოკუსირებული ვარ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე? ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამდე გერმანიის თასის ფინალში "დორტმუნდს" უნდა შევხვდეთ.

თუმცა გუნდის მიზანი მაინც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ორი წლის წინ დედასა და ცოლს შევპირდი, რომ თუ ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ჩემპიონატს მოვიგებდი, ფეხბურთს თავს დავანებებდი", - თქვა
რობენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული