მატს ჰუმელსი: დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" აღარაფერს დაუთმობს!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა

- ჰერ ჰუმელს, თქვენც ფიქრობთ, რომ "ბაიერნს" "დორტმუნდზე" შურისძიების სურვილი ჰკლავს?

- არ ვიცი, ალბათ ასეა. წესით, ასე უნდა იყოს, რადგან ბოლო ოთხი დუელი ჩვენ მოვიგეთ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: მიუნხენელები ჩვენთან თამაშს უკვე უკიდურესად სერიოზულად უდგებიან.

- "ბორუსია" ბოლო დროს რეკორდებს ამხობს: თქვენი გუნდი 81 წულით ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონი გახდა და ყველაზე ხანგრძლივი, 28-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. კარგად გაქვთ გაანალიზებული ის, რაც ორი წელია დორტმუნდში ხდება?
-
გერმანიის თასის ფინალის შემდეგ ყველაფრის დეტალურად გაანალიზებისთვის საკმარისი დრო გვექნება, მაგრამ რაკი ახლა მეკითხებით, თამამად ვიტყვი, რომ ეს "ბორუსია" მართლაც ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონია. იმედია, ამ რეკორდს დიდხანს ვეღარ დაამხობენ და თუ ოდესმე ვინმედ დაამხობს, ამას ისევ "ბორუსია" მოახერხებს.

- ახლა კი ისტორიული შანსი გაქვთ, ერთის მხრივ "ბაიერნი" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხოთ, მორიგი რეკორდი დაამყაროთ და ამავდროულად დუბლი გაიფორმოთ.
- ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო შეხვედრაში ვეთამაშეთ, მაგრამ "ბაიერნიც" უფრო მეტად იქნება მონდომებული და მიუნხენელები ალბათ ცოტათი სხვანაირად ითამაშებენ.

- როგორ?
- დარწმუნებული ვარ, გერმანიის თასის ფინალსაც ისე მიუდგებიან, როგორც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიუდგენ, მაგრამ ჩვენც არაფერს დავუთმობთ. საერთოდ, "დორტმუნდი" "ბაიერნს" აღარაფერს დაუთმობს!

- "დორტმუნდმა" ზაფხულში შეიძლება შინჯი კაგავა დაკარგოს. მან თქვა, წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობო...
- შინჯი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მისი წასვლით უმნიშვნელოვანესი ფიგურა დაგვაკლდება. ჯერ კიდევ იმედს ვიტოვენ, რომ ჩვენთან დარჩება, რადგან კაგავა "ბორუსიასთვის" ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც აღარ მჯერა, რომ მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს. ასე რომ იყოს, ახალ კონტრაქტს დიდი ხნის წინ გააფორმებდა.

თუმცა ვინ იცის, იქნებ ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ დარჩეს. მაგრამ თუ წავა, ჩვენს გულშემატკივრებს არ უნდა შეეშინდეთ - სამაგიეროდ, მომავალი სეზონიდან ჩვენთან მარკო როისი გადმოდის, რომელიც წინა ხაზს მაგრად გაგვიძლიერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული