ეს ინფორმაცია "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა დაადასტურა და ისიც თქვა, რომ მზადაა, კაგავას მსურველი კლუბებისგან წინადადებები მიიღოს და განიხილოს.
იაპონელს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს - შესაბამისად, მისი სასწრაფოდ გაყიდვა ახლა უკვე "ბორუსიას" ინტერესებშიც შედის, რადგან თუ ტრანსფერს ვეტოს დაადებენ, კაგავა BVB-ს
"კაგავას მრჩეველს ორშაბათს შევხვდი და მან დამიდასტურა, რომ შინჯი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს," - უთხრა ცორკმა 15 მაისს "ბილდს". ამ განცხადებამ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებსა და ფანებს კაგავას შენარჩუნების ბოლო იმედიც გადაუწურა.
შინჯის წასვლა "ბორუსიასთვის" სერიოზული დანაკლისი იქნება, რაზეც იაპონელის ამ სეზონში ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს: კაგავა "ბორუსიას" ყველა ტურნირზე 17 გოლით და 13 საგოლე პასით შეეწია.
ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ "ბორუსია" კაგავასთვის შეთავაზებებს ამ დღეებში მიიღებს - "მანჩესტერ იუნაიტედისგან", რომლის თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი გერმანიის თასის ფინალს, პირველ რიგში, იაპონელის გამო დაესწრო.
"კიკერის" ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს კაგავა თავის მრჩეველ თომას კროთთან ერთად მანჩესტერში გაფრინდა, სადაც "იუნაიტედის" ბოსებთან პირველ მოლაპარაკებებს გამართავს. გერმანული მედიის ცნობით, კაგავას გადაბირებაზე ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელებიც სერიოზულად ფიქრობენ და "იუნაიტედისთვის" კონკურენციის გაწევას შეეცდებიან.
შინჯი კაგავას გაყიდვით "ბორუსია" ფინანსური კუთხით უდიდეს მოგებას ნახავს, რადგან დორტმუნდელებმა იაპონელში 2010 წელს სულ რაღაც 350 000 ევრო გადაიხადეს, ახლა კი 23 წლის ნახევარმცველის ფასი მინიმუმ 15 მილიონი ევროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"