23 წლის ჰავბეკის თქმით, ისურვებდა, ძალები ინგლისის ჩემპიონატში გამოეცადა. მიმდინარე სეზონში კაგავამ გერმანული კლუბის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
"დიახ, ალექს ფერგიუსონს მართლაც შევხვდი. შესაძლო გადასვლა განვიხილეთ. სიმართლე გითხრათ, ინგლისის ჩემპიონატში თამაში ძალიან მინდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია", - თქვა კაგავამ.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით