მიუნხენის "ბაიერნმა" ტომ შტარკე გაიფორმა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმის" მეკარე ტომ შტარკე გაიფორმა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 31 წლის გოლკიპერი მიუნხენელთა კარს სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

"მიხარია, რომ შტარკე "ბაიერნში" ითამაშებს. ის ძალიან გამოცდილი მეკარეა, რომელიც ჩვენს გუნდს სარგებლობას აუცილებლად მოუტანს", - განაცხადა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული