მარიო გომესი: დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩვენს სუსტ ადგილებზე მიგვითითა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა მარიო გომესმა თანაგუნდელებს გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მარცხის სწრაფად დავიწყებისა და ლონდონის "ჩელსისთან" მომავალ შეხვედრაზე გადართვისკენ მოუწოდა.

"დორტმუნდელებთან მარცხი უკვე წარსულშია. ახლა მომავლისკენ უნდა გავიხედოთ და უკან არ დავბრუნდეთ. ეს გუნდს არ წაადგება. შესაძლოა, კარგიცაა, რომ "ბორუსიასთან" დავმარცხდით. მათ ჩვენ სუსტ წერტილებზე მიგვითითეს და ჩვენი შეცდომები დაგვანახეს, რომლებიც "ჩელსისთან" შეხვედრაში არ უნდა გავიმეოროთ.

თითოეულმა მოთამაშემ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსაკუთრებული მოვლენაა. "ბაიერნში" მას ყველა მოუთმენლად ელის. დარწმუნებული ვარ, "ალიანს არენაზე" ამ საღამოს ენითაუწერელი ატმოსფერო იმეფებს",
- განაცხადა გომესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული