17 მაისს გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ჰერტას" მომავალ სეზონში ცოტა ხნის წინ "აუგსბურგიდან" წამოსული სპეციალისტი, იოს ლუჰუკაი უთავკაცებს.
მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ბუნდესლიგაში ითამაშებს "ჰერტა" (გადარჩენის ძალიან მცირე და თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან შესაძლოა, "ფორტუნასთან" საპასუხო სარელეგაციო მატჩის გადათამაშება დაინიშნოს) - ბერლინელთა მწვრთნელი 48 წლის ლუჰუკაი იქნება. ეს უკანასკნელი ბერლინელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც, როგორც პირველ,
შეგახსენებთ, რომ იოს ლუჰუკაი თვის დასაწყისში "აუგსბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან თვითნებურად გადადგა, რადგან კლუბის ხელმძღვანელები წარმატებული სეზონის შემდეგ მის გათავისუფლებას ნამდვილად არ აპირებდნენ - ლუჰუკაიმ პირველი ბუნდესლიგის დებიუტანტი "აუგსბურგი" ხომ ელიტაში დატოვა (მე-14 ადგილი).
შეგახსენებთ, რომ ლუჰუკაი "აუგსბურგამდე" გერმანიაში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" და "პადერბორნს" წვრთნიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"