ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის პრეზიდენტს მოუბოდიშა

AutoSharing Option
ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკს ოფიციალურად მოუბოდიშა იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს, ბუნდესპრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა.

გაუკმა შვაინის ხელი გაუწოდა, ბასტიანმა კი უმოქმედოდ ჩაუარა და ბუნდესპრეზიდენტი გაოცებული დატოვა.

"ამის გამო ძალიან ვწუხვარ. საშინელ ხასიათზე ვიყავი, ვერაფერს ვხედავდი და ვერაფერს ვგრძნობდი. ჰერ ბუნდესპრეზიდენტის გამოწვდილი ხელი ვერ შევნიშნე. ბოდიშს ვიხდი!" - განაცხადა შვაინშტაიგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული