მორიგი საფეხბურთო სეზონის ბოლოს გერმანულმა გრანდმა ორი ფიასკო განიცადა. მიუნხენელები ჯერ გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდნენ 2:5, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის "ჩელსისთან" ფინალური შეხვედრა მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში დათმეს.
"ჩვენი გულშემატკივრებით ძალიან ვამაყობთ. თითქმის ყველაფერი ფანტასტიკურად იყო და მხოლოდ ყველაზე მთავარში დავმარცხდით", - განაცხადა რუმენიგემ.