მესუთ იოზილი: გერმანიას ევრო 2012-ის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მესუთ იოზილი ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც 8 ივნისიდან 1 ივლისამდე პოლონეთსა და უკრაინაში გაიმართება, აცხადებს, რომ გერმანიას ამ წელს ევროპის ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი აქვს.

"ევროპის ჩემპიონატის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს. ჩვენი მიზანი ტურნირის მოგებაა. ევრო 2008-ზე გერმანიამ ვერცხლის მედლები აიღო, 2010 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გამარჯვებისთვის ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა. მაგრამ მიმდინარე წელს ბუნდესგუნდს ევროპის ჩემპიონობა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს", - თქვა იოზილმა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული