იოახიმ ლიოვი:ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შევეიცარიასთან (3:5) ამხანაგურ მატჩში თავისი გუნდის დამარცხებაზე ისაუბრა.

"ამ შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. ვიცოდით, რომ ჩვენი გუნდი ბოლო დღეების დაძაბული ვარჯიშების შემდეგ გადაღლილი იქნებოდა. ურთიერთგაგებაც დაბალ დონეზე იყო, ხუთი გოლიც ამიტომ გავუშვით.

მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია და ახლა სწორი გაკვეთილის გამოტანაა აუცილებელი.

დღეს გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მათ გამოსასწორებლად ორი კვირა გვაქვს და ამის გამო არ ვღელავ", - განაცხადა ლიოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული