"ჩვეულებრივ ვცდილობ, ჭორებზე კომენტარს თავი ავარიდო, მაგრამ ამჯერად იძულებული ვარ ეს გავაკეთო, რათა ხალხს ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკაზე მცდარი წარმოდგენა არ შეექმნას.
დანი ალვეში უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. თუმცა ჩვენ ამ მოთამაშის შეძენას არ ვაპირებთ. ამის შესახებ გახმაურებული ინფორმაცია აბსურდია. ჩვენ ფეხბურთელს არ დავკავშირებივართ და არც მისი კლუბისთვის მიგვიმართავს წინადადებით", - თქვა ჰელდტმა.