კლაუდიო პისარო მიუნხენის "ბაიერნში" ბრუნდება!

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გაირკვა და საბოლოოდ დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხანი ვწერდით: 33 წლის პერუელი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო "ბაიერნში" ბრუნდება.

ვეტერანი თავდამსხმელის "ვერდერიდან" რეკორდმაისტერში გადასვლა შაბათს "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა დაადასტურა. "გვიხარია, რომ პისაროს სახით ძალიან გამოცდილი და რაც მთავარია, "ბაიერნისთვის" კარგად ნაცნობი ფეხბურთელი გადმოვიბირეთ," - უთხრა მან ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

პისარომ "ბაიერნთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანტეს (გლადბახიდან იყიდეს), ჯერდან შაჩირისა (ბაზელიდან) და მეკარე ტომ შტარკეს (ჰოფენჰაიმიდან) შემდეგ, მიუნხენური გრანდისთვის რიგით მეოთხე ახალწვეულია.

კლაუდიო "ბაიერნში" 2001-იდან
2007 წლამდეც თამაშობდა და სხვათა შორის, "ბაიერნში" 2001 წელსაც "ვერდერიდან" გადავიდა.

ექვსი წლის მანძილზე მან რეკორდმაისტერის რიგებში ბუნდესლიგის 174 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ამრიგად, პერუელი გოლეადორი "ბაიერნში" ბრუნდება. გასულ სეზონში კლაუდიო "ვერდერს" 18 გოლით შეეწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული