ოტო რეჰაგელმა მეორე მსოფლიო ომი ახსენა

AutoSharing Option
შაბათს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სასამართლომ ბერლინის "ჰერტას" საბოლოო განაჩენი გამოუტანა: დიუსელდორფში გამართული სკანდალური მატჩის (ფორტუნა-ჰერტა 2:2) გადათამაშებაზე ბერლინელებს უარი უთხრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან კობიაშვილის გუნდი მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს.

მოსამართლე გიოტც აილერსმა განაჩენი ზუსტად ისე დაასაბუთა, როგორც მანამდე სპორტულმა სასამართლომ: "ჰერტას" ფეხბურთელები არ იყვნენ იმდენად შეშინებულები, რომ ამას მატჩზე გავლენა მოეხდინა.

შესაბამისად, ბერლინელთა პროტესტი არც ამ ინსტანციამ დააკმაყოფილა. არადა, პარასკევს საქმის განხილვა გვიანობამდე გაგრძელდა და "ჰერტას" მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა დაკითხვაზე დიუსელდორფის მატჩი მეორე მსოფლიო ომსაც კი შეადარა, მაგრამ ბერლინურ
კლუბს მაინც ვერ უშველა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული