მათეუსი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხო.
"მას შემდეგ, რაც გუნდი ლუსიომ და მარტინ დემიკელისმა დატოვეს, დაცვის ცენტრალური ზონა სათანადო დონეზე ვერ თამაშობს. ასეთი ნაკლით კი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ.
გუნდში მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები არიან. ამას გარდა, "ბაიერნს" ხშირად ხასიათის სიმტკიცე აკლია, - ის მხოლოდ მადრიდის "რეალთან" მატჩში არ უნდა გამოვლინდეს", - განაცხადა მათეუსმა.