ფელიქს მაგათმა "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა.

მაგათის ახალი ხელშეკრულება 2015 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

გასულ წელს "ვოლფსბურგმა" გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, კარგად ნათამაშები მეორე წრის შემდეგ, მერვე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მაგათი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც "ვოლფსბურგს" ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. კლუბი გერმანიის ჩემპიონი 2009 წელს გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული