გერმანული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი ამჟამად გერმანიაში იმყოფება და "შალკეს" წარმომადგენლებთან" მოლაპარაკებებს მართავს.
თავად ვან დერ ვაარტი კი ამის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.
"ჰოლანდიის ნაკრებში თამაშზე ვარ ორიენტირებული. სხვა დანარჩენზე ევრო 2012-ის შემდეგ ვისაუბროთ", - თქვა ვან დერ ვაარტმა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით