გერმანელ ფეხბურთელებს ისრაელთან მატჩის შემდეგ ოსვენციმში წაიყვანენ

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს და ფეხბურთელებს 1 ივნისს ოსვენციმის მემორიალურ კომპლექსში წაიყვანენ. ვიზიტი ისრაელთან ამხანაგური მატჩის მეორე დღეს შედგება, რომელიც 31 მაისს ლაიპციგში გაიმართება.

ოსვენციმს ეწვევიან გუნდის კაპიტანი ფილიპ ლამი, ასევე, პოლონური წარმოშობის ორი ფეხბურთელი ლუკაშ პოდოლსკი და მიროსლავ კლოზე.

იმის შესახებ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ოსვენციმში გაემგზავრებიან, ცნობილი 2012 წლის მარტში გახდა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი მაშინ არ გახმაურებულა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმთან ახლოს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ნაცისტებმა კონცლაგერების კომპლექსი შექმნეს. ოსვენციმის კონცლაგერებში დაიღუპა და მოკლეს დაახლოებით მილიონნახევარი
ადამიანი. მათი ძირითადი ნაწილი ებრაელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაის კონცლაგერები? თუ სიტყვა ბანაკი ამოიღეთ ქართული ენიდან? :)
Demo
08:56 31-05-2012
0
რა არის ხალხო "კონცლაგერი"???
Giorgipirweli
10:02 31-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული