ეს ინფორმაცია გუშინ ექსკლუზიურად "შპორტ აინსმა" გაავრცელა და თემა მერე მთელმა გერმანიამ აიტაცა. ინფორმაციის სიზუსტეზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გუშინ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი მთელი დღის განმავლობაში არ გაკეთებულა.
ჯეკოს "სიტისთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ინგლისის ჩემპიონი თანახმაა, 26 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი 20 მილიონ ევროდ გაყიდოს.
"სიტის" თავკაცი რობერტო
მარტინესშიც 20 მილიონი?
გერმანული პრესა კვლავ აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდისთვის სასურველი ფეხბურთელების სიაში ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავის, ხავი მარტინესის გვარიც მოწინავე პოზიციაზე წერია და რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბილბაოელი უკანახაზელი გადაიბირონ.
აღსანიშნავია, რომ ხავი მარტინესის ფასიც დაახლოებით 20 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ მარტინესი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.
"ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი გასულ პარასკევს მადრიდში იმყოფებოდა, სადაც 23 წლის უკანახაზელის მრჩეველს შეხვდა და მასთან პირველი მოლაპარაკებები გამართა.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" მომდევნო სეზონისთვის უკვე ოთხი ფეხბურთელი გაიფორმა - მცველი დანტე (გლადბახიდან), თავდამსხმელი კლაუდიო პისარო (ვერდერიდან), ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი (ბაზელიდან) და მეკარე ტომ შტარკე (ჰოფენჰაიმიდან).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"