რუდი ფიოლერი: იოზეფ ბლატერი მატჩის შემდგომ პენალტებთან დაკავშირებით მართალი არ არის

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის პოზიცია, მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანებთან დაკავშირებით, არ მოიწონა.

ბლატერი მიიჩნევს, რომ მატჩის შემდგომი პენალტების შედეგად დაპირისპირების ბედი ხშირად სამართლიანად არ წყდება.

"საქმე ისაა, რომ მატჩის შემდგომ პენალტებს ალტერნატივა არ აქვს. უბრალოდ, სხვა გადაწყვეტა არ არსებობს. რა, ისევ მონეტა უნდა ავაგდოთ, როგორც 40 წლის წინ?! არ მგონია, რომ ეს სწორი იდეა იყოს", - განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.

ასევე იხილეთ:

ფეხბურთში მატჩის შემდგომი პენალტების სერია გაუქმდება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული