ჰანს-იოახიმ ვატცკე: შინჯი კაგავას ტრანსფერიდან მიღებული ფულით დორტმუნდის "ბორუსია" ინფრასტრუქტურას გაიუმჯობესებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ კლუბი ნახევარმცველ შინჯი კაგავას გაყიდვიდან მიღებულ თანხას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იაპონელ ფეხბურთელში 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ფეხბურთელის კარგი თამაშის შემთხვევაში კი ეს თანხა, შესაძლოა, 17 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდოს.

"კაგავას გაყიდვიდან მიღებულ მილიონებს ჩვენი კლუბის ფუნდამენტის გასაძლიერებლად გამოვიყენებთ. ეს გუნდის ბაზას და სტადიონს ეხება.

ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, საერთო ჯამში, 12 მილიონი ევროს დახარჯვას ვგეგმავთ",
- განაცხადა ვატცკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული