შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იაპონელ ფეხბურთელში 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ფეხბურთელის კარგი თამაშის შემთხვევაში კი ეს თანხა, შესაძლოა, 17 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდოს.
"კაგავას გაყიდვიდან მიღებულ მილიონებს ჩვენი კლუბის ფუნდამენტის გასაძლიერებლად გამოვიყენებთ. ეს გუნდის ბაზას და სტადიონს ეხება.
ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, საერთო ჯამში, 12 მილიონი ევროს დახარჯვას ვგეგმავთ", - განაცხადა ვატცკემ.