ტომას მიულერმა ამ ზაფხულს შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდში მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.

"ამჟამად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატსა და გერმანიის ნაკრებზე ვარ ორიენტირებული. ყველამ იცის, რომ "ბაიერნი" ყოველთვის ჩემი კლუბი იყო. ამიტომ ამჟამად წასვლაზე არ ვფიქრობ, თუმცა შემიძლია სხვა კლუბების შეთავაზებებს მოვუსმინო.

პროფესიონალი ვარ და გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარები, მაგრამ არ ვიქნები ბედნიერი, თუ რეგულარულად სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები. ძალიან ამბიციური ვარ და არ ვაპირებ, ასეთ სიტუაციას შევეგუო", - განაცხადა მიულერმა.

მოვლენების განვითარებას კი თვალს ადევნებს მილანის "ინტერი", რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, ფეხბურთელს კონტრაქტი
შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ მიულერს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული