ბერლინის "ჰერტამ" წმენდა მოაწყო

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს ოთხი ფეხბურთელი დატოვებს.

კლუბი ტრანსფერზე შემდეგ ფეხბურთელებს დააყენებს: მცველები ანდრე მიატოვიჩი და კრისტიან ლელი, ასევე, ნახევარმცველები ანდრეს ოტლი და პატრიკ ებერტი.

შეგახსენებთ, რომ ლელსა და მიატოვიჩს დისკვალიფიკაცია აქვთ (5-4 მატჩი) "ფორტუნასთან" მატჩში არასპორტული საქციელის გამო, რამაც, სავარაუდოდ, იმოქმედა კლუბის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.

გარდა ამისა, ოთხივე ფეხბურთელს მაღალი ხელფასები ჰქონდათ, რაც "ჰერტასთვის" მომავალში პრობლემად იქცევა, რადგან გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, რომელიც 2012 წლის ბოლომდე გრძელდება, გუნდი ლევან კობიაშვილთან გამოთხოვებას არ აპირებს. პირიქით,
კლუბი ახლო მომავალში ქართველ ფეხბურთელთან ახალი ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული