გუშინწინ, "ბაიერნისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩის (2:1 მიუნხენელების სასარგებლოდ) 64-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ ტრავმა მიიღო და თანაც იმდენად სერიოზული, რომ ტკივილებისგან ჯერ მოედანზე იკლაკნებოდა, მერ კი არენის დატოვება თავისი ფეხით ვერ შეძლო. გუშინ, რეკორდმაისტერის ფრანგ დრიბლიორს "ბაიერნის" მთავარმა ექიმმა, დოქტორმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა დიაგნოზი დაუსვა, რომლის მიხედვითაც რიბერი ლაზარეთში მინიმუმ ოთხ კვირას გაატარებს.
"სიმართლე გითხრათ, მე უფრო ცუდს ველოდებოდი. რიბერიმ ისეთი ტკივილები გადაიტანა, რომ მეგონა, ალბათ წლის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარება-მეთქი. თუმცა მის გარეშე ერთი თვეც ძალიან გაგვიჭირდება. მით უმეტეს, რომ არიენ რობენიც
მოკლედ, 2010 რიბერის წელიწადი არ არის: ჯერ ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე ვერ ითამაშა, მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ამის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამაზრზენად იასპარეზა, ახლა კი კიდევ ტრავმა მიიღო...