TZ: ხავი მარტინესი მიუნხენის "ბაიერნში" გადავა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი ხავი მარტინესი, სავარაუდოდ, მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა TZ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბმა უკვე შეათანხმა ფეხბურთელის ტრანსფერი. ტრანსფერის ფასი 40 მილიონ ევროს წარმოადგენს.

თავად ხავი მარტინესი და კლუბის წარმომადგენლები სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელის კონტრაქტი "ატლეტიკთან" 2016 წლამდე გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული