გერმანელი კონსერვატორები: ნაკრებს ჰიმნის შესრულება უნდა ვაიძულოთ

AutoSharing Option
გერმანელი კონსერვატორები გამოვიდნენ ინიციატივით, ნაკრების ფეხბურთელებს ჰიმნის შესრულება დააძალონ.

ეს მოსაზრება მას მერე გაჩნდა, რაც ბუნდესნაკრებმა ევრო 2012-ის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებთან წააგო.

კონსერვატორების თქმით, ვისაც არ უნდა ჰიმნის შესრულება, ის კლუბში უნდა თამაშობდეს და არა ნაკრებში.

პოლიტიკოსების ინიციატივას მხარი დაუჭირა ყოფილმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა.

მან თქვა, რომ 1984 წელს, როცა ის გერმანიის ნაკრების თავკაცი იყო, გერმანელები ჰიმნის დროს საღეჭ რეზინს ღეჭავდნენ და ზოგი ცაში იყურებოდა. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები კი ამ დროს მთელი გულით მღეროდნენ ჰიმნს
- "საბოლოოდ 3:1 წავაგეთ", - ამბობს ბეკენბაუერი.

შემდეგ კი ბეკენბაუერის თქმით, მან აიძულა ნაკრების ყველა წევრს, ჰიმნი ესწავლა და მატჩამდე ემღერა, რის შემდეგაც, 1990 წელს, ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰანს-პეტერ ფრიდრიხმა კი განაცხადა, რომ ჰიმნის შესრულება ადამიანის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული და ჯობია გერმანიის ნაკრების მარცხი ევრო 2012-ზე სხვაგან ეძებონ და არა ჰიმნში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა გერმანელი მანახეთ? იოზილი, ხედირა, პოდოლსკი, კლოზე თუ ბოატენგი რა გიკვირთ, სული აღარ ტრიალებს გერმანული, ისეთიც კი, იერემისს რომ ჰქონდა
antokeli
16:19 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული