ბრენო "ბაიერნის" ფეხბურთელი 30 ივნისის შემდეგ აღარ არის, რადგან რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ამოეწურა და რომის "ლაციოში" გადასვლას აპირებდა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება - "ლაციო" კი არა, მისი კარიერა შეგვიძლია
შეგახსენებთ, რომ ბრენოს ბრალად 2011 წლის 20 სექტემბერს მიუნხენის გარეუბან გრიუნვალდში ნაქირავები ვილის გადაწვა ედებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრენომ ვილას ცეცხლი განგებ წაუკიდა და მისი მიზანი სადაზღვევო კომპანიის გაცურება იყო.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრენომ დუმილი დაარღვია და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. აქვე გეტყვით, რომ მან რამდენიმე დღის წინ მისცა ჩვენება, რომელშიც აცხადებს, "ბაიერნში" ნებისმიერ მედიკამენტზე ხელი მიმიწვდებოდაო, რითაც მიუნხენურ კლუბსაც უყენებს ბრალდებას. ამ საკითხის განხილვა გრძელდება, თავად ბრენო კი უკვე ციხეშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"