ვოლფსბურგი სისოკოს არ ეშვება

AutoSharing Option
იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, „ვოლფსბურგი“ კვლავ აგრძელებს ტურინის „იუვენტუსის“ საყრდენი ნახევარმცველის, მომო სისოკოსთვის ბრძოლას, რომლიც გადაბირება „მგლებს“ ორი წელია უნდათ. უახლესი ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზადაა, „ბებერ ქალბატონს“ სისოკოს სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ამასწინანდელ შეთავაზებას 2 მილიონით აღემატება. „მგლებს“ სისოკოს გადაბირება იანვარში სურთ და როგორც „კორიერე დელო სპორტი“ წერს, გერმანელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ზამთარში „იუვეს“ საყრდენმა ვოლფსბურგს მიაშუროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული