ვან გაალის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option

ბუნდესლიგის მე-6 ტურში, "მაინცთან" წაგების (1:2) შემდეგ, "ბაიერნის" გულშემატკივრებმა გუშინ, როგორც იქნა, სასიამოვნო ინფორმაციაც შეიტყვეს: როგორც კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ნაადრევად გაახანგრძლივა და თავისი ბედი "ბაიერნს" მინიმუმ 2012 წლის ივლისამდე დაუკავშირა. აღსანიშნავია, რომ ლუისსა და "ბაიერნის" შეფებს შორის ბოლო მოლაპარაკებები უშუალოდ "მაინცთან" წაგებული მატჩის შემდეგ შედგა.

"მიხარია, რომ მომეცა საშუალება, "ბაიერნში" ამ სეზონის შემდეგაც დავრჩე და კიდევ ერთი წელი ვიმუშავო. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის გუნდი არცისე კარგად კარგად თამაშობს და ბუნდესლიგაში

იმედებს ვერ ვამართლებთ, ხელმძღვანელებმა ნდობა გამომიცხადეს, რაც ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერაა", - განუცხადა ვან გაალმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული