ბუნდესლიგის მე-6 ტურში, "მაინცთან" წაგების (1:2) შემდეგ, "ბაიერნის" გულშემატკივრებმა გუშინ, როგორც იქნა, სასიამოვნო ინფორმაციაც შეიტყვეს: როგორც კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ნაადრევად გაახანგრძლივა და თავისი ბედი "ბაიერნს" მინიმუმ 2012 წლის ივლისამდე დაუკავშირა. აღსანიშნავია, რომ ლუისსა და "ბაიერნის" შეფებს შორის ბოლო მოლაპარაკებები უშუალოდ "მაინცთან" წაგებული მატჩის შემდეგ შედგა.
"მიხარია, რომ მომეცა საშუალება, "ბაიერნში" ამ სეზონის შემდეგაც დავრჩე და კიდევ ერთი წელი ვიმუშავო. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის გუნდი არცისე კარგად კარგად თამაშობს და ბუნდესლიგაში