კარლ-ჰაინც რუმენიგე: ჩავი მარტინესში 40 მილიონ ევროს არავინ გადაიხდის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" მოთამაშის, ჩავი მარტინესის ფასი გადაჭარბებულია.

რუმენიგემ აღიარა, რომ "ბაიერნს" მარტინესის შეძენის შანსი, პრაქტიკულად, არ აქვს.

"სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. "ატლეტიკის" პრეზიდენტი ჩავი მარტინესის გაშვებას არ აპირებს, მით უფრო, თუ ვინმე მასში 40 მილიონის გადასახდელად მზად არ იქნება. 40 მილიონს კი მასში არავინ გადაიხდის. ეს გადაჭარბებული ფასი და ძალიან სერიოზული თანხაა", - განაცხადა რუმენიგემ.

ასევე იხილეთ:
კარლ-ჰაინც რუმენიგემ ტონს აუწია: ტიტულების დროა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული