რობინ დუტი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გახდა

AutoSharing Option
47 წლის სპეციალისტი რობინ დუტი, რომელიც ბოლო დრომდე ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ახალ სპორტულ დირექტორად დანიშნეს.

დუტმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა.

თავად სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო აინტერესებს და "ბუნდესნაკრების" მთავარ მწვრთნელთან, იოახიმ ლიოვთან თანამშრომლობის დაწყებას მოუთმენლად ელის.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დუტმა მიუნხენის "ბაიერნში" იმავე თანამდებობაზე გადასული მათიას ზამერი შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული