ამხანაგური მატჩი. ბეიჯინ გუანი-ბაიერნი 0:6

AutoSharing Option
სანამ აღნიშნული მატჩი შედგებოდა, "ბაიერნის" ფეხბურთელებმა სპონსორული კონტრაქტით მათზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულეს და გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღების გარდა, ავტოგრაფებიც ბლომად არიგეს.

ჩინური ტურნეს პირველი მატჩი 24 ივლისს გაიმართა, სადაც მასპინძელი "ბეიჯინ გუანი" მიწასთან გასწორდა. პირველი, რაც გულშემატკივარს, წესით, თვალში უნდა მოხვედროდა, ეს რეკორდმაისტერის განახლებული შემადგენლობა იყო.

ვფიქრობთ, მატჩის დეტალების მოყოლა აზრს მოკლებულია, რადგან მე-11 წუთზე უკვე ცხადი იყო, რომ გერმანელები ამხანაგურ შეხვედრაში ფრეზე განწყობილნი არ იყვნენ.

პირველი ნახევრის სამბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ გერმანიის ვიცე-ჩემპიონებს მეორეშიც დიდი აფეთქება დასჭირდათ, რათა საბოლოო ანგარიში
დაეფიქსირებინათ. 74-დან მე-80 წუთამდე ჩინელებმა სამი ბურთი მიიღეს და ყველაფერი ასე დამთავრდა. "ბაიერნი" მომდევნო მატჩს 26 ივლისს "ვოლფსბურგთან" ამავე ქვეყანაში ჩაატარებს.

ბეიჯინ გუანი-ბაიერნი 0:6

ბაიერნი: ნოიერი (46. შტარკე), ბოატენგი (46. ვაიზერი), ვან ბუიტენი (46. ბადშტუბერი), დანტე, კონტენტო, ტიმოშჩუკი (46. ჩანი), კროოსი (46. გუსტავო), რობენი (46. მიულერი), შაჩირი, რიბერი (46. მანჯუკიჩი), პისარო (46. გომესი)
გოლები: 0:1 ჩუნჟე (8 ს.კ-ში), 0:2 რობენი (11), 0:3 პისარო (44), 0:4 მიულერი (74), 0:5 მანჯუკიჩი (78), 0:6 გომესი (80)

მეფე ოტმარი ეგოისტების წინააღმდეგ
ოტმარ ჰიტცფელდს "ბაიერნის" ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს ნათამაშები და სრული უფლება აქვს, რეკორდმაისტერის შესახებ, როცა უნდა, თავისი მოსაზრება მაშინ დააფიქსიროს.

63 წლის მწვრთნელის მტკიცებით, შარშანდელი წარუმატებლობების გამო ბაიერნელები გულშემატკივართა წინაშე ვალში არიან და ვითარების გამოსასწორებლად საკუთარი ეგოიზმის გვერდზე გადადება მოუწევთ.

"ბაიერნი" ვალდებულია, წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის კი გუნდის ინტერესებზე ფიქრია საჭირო და არა იმაზე, თუ თავად რა გვაწუხებს. ის, რომ "დორტმუნდი" ზედიზედ ორი წელია, ბუნდესლიგის ჩემპიონი ხდება, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ "ბაიერნი" ვერცხლის სინს აუცილებლად დაიბრუნებს. სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია," - აცხადებს ჰიტცფელდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული