გერმანელმა ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ ერთი წლის წინ თავის კლუბს მორიგი ჩემპიონის ტიტული უწინასწარმეტყველა.
"წინასწარმეტყველის თვისებები? რა გითხრათ, შესაძლოა, ნათელმხილველი ვარ. ჩვენი გამარჯვება მართლაც ვიწინასწარმეტყველე და ჩემი წინასწარმეტყველება ახდა", - განაცხადა გიოტცემ.
მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ, რომელიც ჩემპიონატში დორტმუნდელთა მთავარი კონკურენტია, გიოტცემ თქვა:
"ვკითხულობ, რომ "ბაიერნი" ახალი ფეხბურთელების შესაძენად მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ყველაზე კარგად ჩვენ ვიქცევით იმით, რომ ფსონს საკუთარ მოთამაშეებზე ვაკეთებთ. და ეს პოლიტიკა უცვლელი დარჩება".