ფილიპ ლამი: დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ მომავალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი დორტმუნდის "ბორუსიაა".

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა თავისი აზრი დაასაბუთა.

"გუნდი, რომელმაც ასეთ წარმატებას ზედიზედ ორჯერ მიაღწია, კვლავ გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. ამას გარდა, არც "შალკე 04"-ს გამოვრიცხავდი. გელზენკირხენელებიც ფავორიტების ახლოს არიან. რაც შეეხება "ბაიერნს", მივეჩვიეთ, რომ ყოველ წელს, სულ მცირე, ქვეყნის ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ბუნებრივია, მომავალ სეზონშიც ამას შევეცდებით", - განაცხადა ლამმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული