იუპ ჰაინკესი: მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის ოთხ უძლიერეს კლუბს შორისაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში გერმანული კლუბის ამოცანა-მინიმუმი დასახა.

"ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალი უკვე ისტორიაა. ის უნდა დავივიწყოთ.

ჩვენ ყველას გვქონდა დრო იმისთვის, რომ წა
რუმატებლობა გადაგვეტანა. ახლა ახალი ამოცანების განხორციელებისთვის ვმუშაობთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესრულებას ენთუზიაზმით შევუდგებით.

ამოცანა-მინიმუმი იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ვითამაშოთ და 1/8-ფინალში გავიდეთ, მაგრამ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ.

"ბაიერნი"ევროპის ოთხ უძლიერეს კლუბთაგან ერთ-ერთად მიიჩნევა და ეს უნდა დავამტკიცოთ"
, - განაცხადა ჰაინკესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული