"ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალი უკვე ისტორიაა. ის უნდა დავივიწყოთ.
ჩვენ ყველას გვქონდა დრო იმისთვის, რომ წარუმატებლობა გადაგვეტანა. ახლა ახალი ამოცანების განხორციელებისთვის ვმუშაობთ.
დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესრულებას ენთუზიაზმით შევუდგებით.
ამოცანა-მინიმუმი იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ვითამაშოთ და 1/8-ფინალში გავიდეთ, მაგრამ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ.
"ბაიერნი"ევროპის ოთხ უძლიერეს კლუბთაგან ერთ-ერთად მიიჩნევა და ეს უნდა დავამტკიცოთ", - განაცხადა ჰაინკესმა.