ბილბაოს "ატლეტიკისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, ხავი მარტინესის წარმომადგენელმა ერსინ აკანმა განაცხადა, რომ მის კლიენტს მიუნხენის "ბაიერნში" სურს გადასვლა.
"მას "ბაიერნში" სურს თამაში და ვიცი, რომ გერმანელები მისი გადაბირებით დღემდე არიან დაინტერესებულნი.
ერთადერთი პრობლემაა ტრანსფერის თანხა. მარტინესის "ბაიერნში" გადასვლის შანსი ჯერჯერობით 50/50-ზეა", - თქვა აკანმა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.