მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის "ბორუსია" 2:1 დაამარცხა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასი თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა. მიუნხენში, "ალიანს არენაზე" გერმანიის სუპერთასის მატჩი შედგა.

გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი დორტმუნდის "ბორუსია" ვიცე-ჩემპიონ "ბაიერნს" დაუპირისპირდა. მიუნხენელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს - თავი გუნდის ახალწვეულმა ხორვატმა თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა გამოიჩინა.

ხუთი წუთის შემდეგ "ბაიერნმა" ანგარიშში სხვაობა გააორმაგა - გოლი ნახევარმცველმა თომას მიულერმა გაიტანა. დარჩენილ დროში იურგენ კლოპის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ძალისხმევით.

"ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასი თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა.

გერმანიის სუპერთასი
გოლი: მანჯუკიჩი, 6 (1:0); მიულერი,
11(2:0); ლევანდოვსკი, 75 (2:1).
გაფრთხილება: გუსტავო, 28; კანი, 37; მანჯუკიჩი, 68; რობენი, 82- შმელცერი, 42.

ასევე იხილეთ
მარიო მანჯუკიჩი: მიუნხენის "ბაიერნმა" ასევე უნდა გააგრძელოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული