გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი დორტმუნდის "ბორუსია" ვიცე-ჩემპიონ "ბაიერნს" დაუპირისპირდა. მიუნხენელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს - თავი გუნდის ახალწვეულმა ხორვატმა თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა გამოიჩინა.
ხუთი წუთის შემდეგ "ბაიერნმა" ანგარიშში სხვაობა გააორმაგა - გოლი ნახევარმცველმა თომას მიულერმა გაიტანა. დარჩენილ დროში იურგენ კლოპის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ძალისხმევით.
"ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასი თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა.
გერმანიის სუპერთასი
გოლი: მანჯუკიჩი, 6 (1:0); მიულერი,
გაფრთხილება: გუსტავო, 28; კანი, 37; მანჯუკიჩი, 68; რობენი, 82- შმელცერი, 42.
ასევე იხილეთ
მარიო მანჯუკიჩი: მიუნხენის "ბაიერნმა" ასევე უნდა გააგრძელოს