მანუელ ნოიერმა "დორტმუნდთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის "ბორუსიასთან" ტრავმა მიიღო.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, ძირითადი შემადგენლობის მეკარე დაზოგოს და არგენტინასთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში არ შეიყვანა.

მატჩში, რომელიც 15 აგვისტოს ფრანკფურტში გაიმართება, გერმანიის ნაკრების ღირსებას მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მიუნხენგლადბახი" მომეწონა
Giorgipirweli
20:01 13-08-2012
0

სიახლეები პოპულარული