"რა თქმა უნდა, ამ თამაშს მოუთმენლად ველოდები, მაგრამ არამხოლოდ იმიტომ, რომ მესის წინააღმდეგ ვითამაშებთ. დიახ, ის დიდი მოთამაშეა, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს ფლობს და შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს, მაგრამ ის მთელი არგენტინის ნაკრები მაინც არ არის.
მათ ძალიან მაღალი დონის გუნდი ჰყავთ და კარგ რეპუტაციას ფლობენ. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაუვარდათ, მაგრამ ახლა საუკეთესო ფორმას იბრუნებენ", - განაცხადა ბენდერმა.